სამშენებლო კომპანია CBR, cbr.georgia@gmail.com

ჩვენს შესახებ
შპს ,,სი ბი არ'' დაარსდა 2015 წლის თებერვლის თვეში და აქტიურად დაიწყო საქმიანობა ინდუსტრიული იატაკების მოწყობის მიმართულებით. ამ სფეროში ერთიანდება ბეტონის საფარები: მოხვეწილი ზედაპირით, პოლიმერული, რბილი და ელასტიური იატაკები. ამასთანავე მომხმარებელს ვთავაზობთ ჰიდროსაიზოლაციო სისტემების მოწყობას. კომპანია გამოირჩევა თანამედროვე აღჭურვილობით, პროდუქციის მაღალი ხარისხით და დაკომპლექტებულია მაღალი კვალიფიკაციის მქონე კადრებით. შპს "სი ბი არ"-ის მიერ განხორციელებული ყველა პროექტი დაგეგმილია და აშენებულია თანამედროვე საერთაშორისო სტანდარტების დაცვით. ჩვენი პარტნიორები არიან დარგის ლიდერი კომპანიები საერთაშორისო მასშტაბით: Heidelbergcement Georgia, Grace, GCP (Grace Construction & Packaging), Matest, Weber, GCC (Georgian Concrete Club), Caucasus Road Project, CRP Wood. ჩვენ ვზრუნავთ მომხმარებლების კეთილდღეობაზე და ვამყარებთ მათთან გრძელვადიან პარტნიორულ ურთიერთობებს.